ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში პროექტ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
მიკრო და
მცირე ბიზნესით დაინტერესებულ პირებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება პროექტში ჩართვა და მონაწილეობის მიღება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტისთვის - „აწარმოე საქართველოში“, განაცხადების მიღება შესაძლებელი იქნება 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ვებ-გვერდზე www.qartuli.ge.

















