logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება
მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება
00:13 12.05.2017
მაღალი რისკის საწარმოებში შრომითი უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სპეციალისტებით დაკომპლექტდება - ეს გადაწყვეტილება „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც დავით სერგეენკო დაგიორგი გახარია ესწრებოდნენ. მონიტორინგის ჯგუფი ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანებით შეიქმნება და ის მუშაობას მომავალი კვირიდან შეუდგება.რაც შეეხება ახალ კანონპროექტს შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, მასზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, მაღალი საჭირობებიდან გამომდინარე, ფორსირებულად უახლოეს პერიოდში დასრულდება და პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
„ვიმსჯელეთ, ეფექტურად როგორ დავასტრუქტურიროთ სახელმწიფოს ქმედებები შრომითი უსაფრთხოების ნაწილში და როგორ გახდეს შრომის ინსპექცია ეფექტური. ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველი საწარმოების მიმართულებით შრომის ინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურების ფუნქციები გაძლიერდება,რადგან ფაქტია, რომ სადაც არსებობს სიცოცხლისთვის რისკის შემცველი სამუშაოები, სახელმწიფო უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული და პირველ პლანზე უნდა გადმოვიდეს ამ რისკების დაზღვევა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის თქმით, შრომის ინსპექცია გაძლიერდება, მას გაუჩნდება სავალდებულო საზედამხედველო ფუნქცია იქ, სადაც მაღალი რისკის შემცველი სამუშაოები ტარდება, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის მიმართულება უფრო ეფექტურად ამუშავდება და დაიხვეწება ის ინსტრუმენტები, რომლებიც დღეს სახელმწიფოს გააჩნია.
დავით სერგეენკოს შეფასებით, ბოლო წლებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, ასევე პრაქტიკულად დასრულებულია ახალი კანონპროექტი „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,“ რომელიც უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად გადაეგზავნება.
„შრომის უსაფრთხოების საკითხები მოწესრიგებას რომ საჭიროებს, ეს საქართველოს მთავრობისთვის ჯერ კიდევ 2012 წელს იყო ცნობილი და სწორედ ამიტომ შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები შრომის კოდექსში, დაფუძნდა რამდენიმე ახალი სამსახური,მათ შორის შრომის ინსპექცია, ასევე სამმხრივი კომისია, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს და შრომითი დავების მედიაციის სამსახური. გარდა ამისა,მიღებულ იქნა რამდენიმე ახალი ტექნიკური რეგლამენტი. თუმცა, ერთ-ერთი შემდგომი ნაბიჯი, რომელიც მიმართული იქნება შრომითი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ, არის ახალი კანონპროექტი, რომელზეც დაგეგმილი გვქონდა, რომ მუშაობა დასრულდებოდა წლის ბოლოს და 2018 წელს იქნებოდა განხილვა პარლამენტში, თუმცა, გამომდინარე მაღალი საჭიროებიდან, ფორსირებულად დავასრულეთ მასზე მუშაობა, რამდენიმე ტექნიკური, იურიდიული საკითხია დარჩენილი და მჯერა, რომ უმოკლეს პერიოდში პარლამენტი მას განიხილავს“ - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ორი მინისტრის ბრძანებით შექმნილი ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფიმაღალი რისკის ინდუსტრიის წარმომადგენელ დაწესებულებებში უკვე მომავალი კვირიდან შევა, არსებული რეგულაციების საფუძველზე დაიწყებს იქაური სამუშაო პირობების ინტენსიურ მონიტორინგს და შესაბამის რეაგირებას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა