logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 აფბა: ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები ფინანსური პირამიდის შედარებით უფრო რთული სქემაა
აფბა: ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები ფინანსური პირამიდის შედარებით უფრო რთული სქემაა
12:17 11.05.2017
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“, ეხმაურება ქვეყანაში ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედი კომპანიების გააქტიურებას და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში მომრავლდნენ კომპანიები, რომლებიც ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებენ და გაუთვითცნობიერებელი მომხმარებლები შეცდომაში შეყავთ.
„ფინანსური პირამიდა საქმიანობის ისეთი ფორმაა, რა დროსაც მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ხდება ბაზარზე არსებულ საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალი სარგებლის შეთავაზებით. ასეთი ორგანიზაციების იურიდიული ფორმა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა“(შპს), რომელთაც, როგორც წესი არ გააჩნიათ არანაირი მატერიალური აქტივები და მათი საქმიანობა მეტწილად რისკზე არის დაფუძნებული. სწორედ მაღალი სარგებლის შეთავაზებით იზიდავენ მოსახლეობის ძირითად ნაწილს, პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიები. არსებობს ფინანსური პირამიდის რამდენიმე ტიპი. პირველი, კომპანიები, რომლებიც კლასიკური ფინანსური პირამიდის სქემით მუშაობენ, ისინი „მეწარმეთა შესახებ კანონის“ შესაბამისად რეგისტრირდებიან „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად“ და იწყებენ თამასუქების გაცემას არალოგიკურად მაღალ პროცენტში, რომლის განაღდების შანსები გარკვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ძალიან მცირეა.
ფინანსური პირამიდის მეორე, შედარებით უფრო რთული სქემა არის ქსელური მარკეტინგის პრინციპით მომუშავე კომპანიები, რომლებიც მოსახლეობისგან თანხის მოზიდვას სხვადასხვა ნივთებისა თუ მომსახურების გაყიდვით ახდენენ. აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევაში ამ ნივთების თუ მომსახურებების რეალიზება ძალიან რთული იქნებოდა ჩვეულებრივი, ლეგალური გზით.“

ბაირახტარმა საკანონმდებლო ხარვეზზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ დღეს არსებული კანონმდებლობით ძლიან რთულია ფინანსურ პირამიდებთან სამართლებრივი ბრძოლა და მათ მიერ მომხმარებლების დაზარალების პრევენცია.

„დღეს არსებული კანონმდებლობით ეროვნული ბანკი ერთადერთი ორგანოა, რომელიც საფინანსო სექტორზე ზედამხედველობას ახორციელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ფინანსური პირამიდების სქემით მოქმედი კომპანიების იურიდიული ფორმა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა“, ის პირდაპირ ვერ ახორციელებს მათ კონტროლს და მხოლოდ გამაფრთხილებელი განცხადებებით შემოიფარგლება, რაც ბუნებრივია ვერ იქნება პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული ქმედითი ნაბიჯი. შესაბამისად საჭიროა მარეგულირებელმა მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, კერძოდ, საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს საკითხი, რომლის მიხედვითაც, ის კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მოქალაქეებისგან თანხებს ნებისმიერი ფორმით, ავტომატურად მოექცეს ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ. ამჟამად კი ეს სფერო ფაქტობრივად რეგულირების მიღმაა დარჩენილი, დაზარალებული მოქალაქეები კი დაკარგული თანხების დაბრუნებას სახელმწიფოსგან ითხოვენ.

„მეტ-ნეკლებად ყველა ფინანსური პირამიდის სქემით მომუშავე კომპანიას აქვს ერთი და იგივე მუშაობის პრინციპი და მათი ამოცნობაც მარტივად არის შესაძლებელი. თუ კომპანიის მიერ მოზიდული თანხების დაბანდების მექანიზმი გაუმჭვირვალეა, ან არ არსებობს კომპანიის მიერ ეკონომიკური საქმიანობის წარმოების ნიშნები და საქმიანობის სფეროს ზუსტი განმარტება, კომპანია არ გამოირჩევა გამჭვირვალობით და საკუთარი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, აგრეთვე მისი ფინანსური მდგომარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის მოძიება თითქმის შეუძლებელია, თუ კომპანია თამასუქზე სარგებლის სახით, საბაზრო საპროცენტო განაკვეთზე გაცილებით მაღალ სარგებელს გპირდებათ, სარგებლის მისაღებად კომპანია გთხოვთ სქემაში ახალი წევრების მიყვანას ან გარკვეული პროდუქციის რეალურზე გაცილებით მაღალ ფასად შეძენას. ასეთი კომპანიის საქმიანობა საფუძვლიან ეჭვის აჩნს და მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მათთან თანამშრომლობის დაწყებამდე“ - აღნიშნავს ბაირახტარი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა