logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ლარით დენომინირებული პირველი ევრობონდების გამოშვება პოზიტიურად შეაფასა
15:10 10.05.2017
EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, აღნიშნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს ჩვენი კომერციული ბანკების მეშვეობით ლარში დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა, რაც მნიშვნელოვანია საკითხია, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ფილიპ ბენეტთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე, რისკების მართვის საკითხში ვიცე-პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს ის პროექტები, რომელიც საქართველოში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ დღეს, ჩვენი 4-პუნქტიანი განვითარების გეგმა და 4-წლიანი სტრატეგია, რომელიც შემუშავებული აქვს ბანკს საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ერთი მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ დღეის მდგომარეობით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ინვესტიციები 200-ზე მეტ პროექტში, 3 მილიარდზე მეტია. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიციები, ძირითადად, კერძო სექტორის მხარდაჭერისკენაა მიმართული. მხოლოდ გასულ წელს, ბანკმა 17 პროექტში, 250 მლნ-ის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. შესაბამისად, EBRD-ი ძალიან აქტიური იქნება შემდეგი 4 წლის განმავლობაში როგორც კერძო სექტორის განვითარების, ისე იმ რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი ქართული კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. „თქვენ იცით, რომ 2014 წელს, ბანკი იყო პირველი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდები ადგილობრივ ბაზარზე გამოუშვა, ახლახან კი პირველად, გამოვიდა EBRD-ის ლარით დენომინირებული ევრობონდები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, რომელიც წელს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიაში მიმდინარეობს, 11 მაისს, საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების თაობაზე გაიმართება სპეციალური სესია, რომელზეც დაგეგმილია პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის გამოსვლა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა