2012 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 138 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის
მაჩვენებელზე 34 პროცენტით მეტია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 175 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლს 19 პროცენტით აღემატება, ხოლო იმპორტმა – 963 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებლზე 37 პროცენტით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 18 პროცენტი და იმპორტში 31 პროცენტი.
დსთ-ის ქვეყნებთან კი, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2012 წლის იანვარ–მაისში 1 251 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2011 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენელზე 6 პროცენტით მეტია.
აქედან ექსპორტმა 455 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტმა – 796 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 47 პროცენტი და იმპორტში 26 პროცენტი.

















