2012 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე, 4 059 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 19 პროცენტით აღემატება.
აღნიშნულ პერიოდში ექსპორტმა 961 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე 12 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 3 097 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 21 პროცენტით აჭარბებს.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-მაისში 2 136 მლნ აშშ დოლარი და მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.

















