logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ჩერქეზიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ორი ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
გიორგი ჩერქეზიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ორი ახალი პროგრამის პრეზენტაციას დაესწრო
19:24 08.05.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ტექნოპარკში გამართულ კონფერენციას დაესწრო, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა ხელმისაწვდომი ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ ორი ახალი პროგრამა წარადგინა.
კონფერენციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, ევროპის საინვესტიციო ბანკის მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ჰაინ ცოლბერსი, ასევე ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და სფეროს ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის მიერ წარდგენილი ორი პროგრამა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივის ფარგლებში მომზადდა.
„მინდა ევროკავშირის მიმართ მადლიერება გამოვხატო იმ აქტიური და მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და რესურსების საშუალებით საქართველოს მიმართ ახორციელებს სახელმწიფოს 4 პუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელების პროცესში. ის მხარდამჭერი ინსტრუმენტები, რაც დღეს იქნა წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად, ინოვაციების დასანერგად და შესაბამისი უნარ-ჩვევების გასავითარებლად. ის ასევე ფინანსებთან წვდომის დამატებითი საშუალებაა. ვიმედოვნებ, რომ დამწყები ბიზნესები, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, ასევე დიდი კომპანიები და კომერციული ბანკები ისარგებლებენ იმ შესაძლებლობებით, რასაც ევროპის საინვესტიციო ბანკი იძლევა"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების გაძლიერებას იმ ქვეყნებში, რომელთაც ევროკავშირთან ასოცირები სშეთანხმება გააფორმეს, მათ შორის საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ამ ქვეყნებში მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა გაეწევათ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო მექანიზმი ერთობლივად ქმნიან ინსტრუმენტთა პაკეტს, რომელიც ამ სამ ქვეყანას დაეხმარება ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში და ხელს შეუწყობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებათა ამოცანების შესრულებაში.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა