logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია
19:09 08.05.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში - „ევროკავშირი საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის“ მიიღო მონაწილეობა.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობისთვის აგრარული დარგის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის.
"საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ფერმერების და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდაჭერაა, რათა მათ ხელი მიუწვდებოდეთ დაფინანსებაზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირში ექსპორტი იზრდება. ამ სარგებლის სრულად ასათვისებლად, პირველ რიგში, საჭიროა საქართველომ დააკმაყოფილოს ევროკავშირის ნორმები და რეგულაციები, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანამ უნდა აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რათა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. ევროპის საინვესტიციო ბანკთან წარმატებული მოლაპარაკების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ გააფორმა 100 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმება. ევროპის საინვესტიციო ბანკის საკრედიტო ინსტრუმენტი მიმართული იქნება საქართველოში მებაღეობის განვითარებისადმი, რაც მოიცავს თხილისა და ღვინის ღირებულებათა ჯაჭვებს. ამ გრძელვადიანი საფინანსო სქემების მეშვეობით, როგორც ფერმერებს, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს საშუალება ექნებათ მოიყვანონ ხარისხიანი მარცვლეული და აწარმოონ ხარისხიანი პროდუქცია, რათა მოიპოვონ სრული წვდომა საერთაშორისო ბაზარზე. გამოყოფილი სახსრებით და საბანკო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, შევძლებთ უზარმაზარი დადებითი გავლენა მოვახდინოთ აგრო-სასურსათო დარგის განვითარებაზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს ბიზნესსექტორს წარმომადგენლებს ევროპის საინვესტიციო ბანკის ახალი პროგრამები - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების აღმოსავლეთ ინიციატივა“ და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის "ჰორიზონტი 2020"-ის ინსტრუმენტის "ინოვფინი – ევროკავშირის დაფინანსება ნოვატორებისთვის" გააცნეს.
საქართველოში კერძო სექტორის განვითარების საკვანძო ამოცანის შესასრულებლად, აღნიშნულ ორ ახალ პროგრამას ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ევროკომისიასთან ერთად ახორციელებს. ეს ორი პროგრამა მომზადებულია ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
EIB-ისმიერ ორგანიზებული კონფერენცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას ბიზნესის, ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფინანსური მრჩევლებისა და ამ სფეროს ასოციაციების დაახლოებით 200 წარმომადგენელი ესწრებოდა. კონფერენციაზე სიტყვით წარსდგნენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა