logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა
დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა
09:56 07.05.2017
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის მიღების თაობაზე, წარმატებით დასრულდა. აღნიშნული თანხები მიიმართება იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგების შეფასებისას.

მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ისე აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისაკენაა მიმართული.

„აღნიშნული ფინანსური რესურსებით ქვეყნისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, შექმნის იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქვე, უნდა ითქვას, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის, ქვეყნის რეგიონების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა, გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის ტრანზიტულ მნიშვნელობას“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

5-6 მაისს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში. პირველი ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ბიზნეს სესიაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ADB-ს მმართველთა საბჭოს წევრები, აგრეთვე, მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა