„გადაიღე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ
„აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, საპროდიუსერო კომპანიას "ჯიოსტარ ენთერ პრაის" ე.წ cash rebate მექანიზმის საშუალებით საქართველოში კინოგადაღებისათვის დახარჯული კვალიფიციური ხარჯების 20% აუნაზღაურდა.
ინდური მძაფრსიუჟეტიანი მხატვრული ფილმის “პსვგარუდავეგა” გადაღებები გასული წლის შემოდგომის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ბორჯომში, კახეთში, ჭიათურაში, ბათუმსა და თბილისში 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და გადაღებების მსვლელობისას 20 ადგილობრივი მსახიობი დასაქმდა.
აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღებების მსვლელობისას ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ფილმის რეჟისორს პრავენ სატარუს (Praveen Sattaru) და ცნობილ ინდოელმ სახიობ ადიტ არუნს (Adith Arun), რომლებმაც დიდი მოწონება გამოხატეს საქართველოს მიმართ და აღნიშნეს, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კინოლოკაციაა.
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, რომელიც ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ხსენებულ პროგრამას, ჯამში განხორციელდა 5 პროექტი, რომელთაგან სამ კომპანიას, შპს "ჯიოსტარ ენთერ პრაისის" , შპს "იგელ პროდაქშენს" და შპს „ბეთერფლაი პროდაქშენს“ სახელმწიფომ კინოგადაღებებზე დახარჯული ბიუჯეტის ნაწილი უკვე აუნაზღაურა.
"აღნიშნული 5 პროექტის შედეგად საქართველოში ჯამში 7 310 000 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივად 650 ადამიანი დასაქმდა. ამავე პერიოდში საქართველოში განხორციელდა არაერთი რეკლამის თუ მუსიკალური ვიდეორგოლის გადაღებები, რაც ასევე ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც აღმოსავლ ეთევროპის საუკეთესო გადასაღები ლოკაციის პოპულარიზაციას"-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

















