logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება წარმატებით დასრულდა
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანება წარმატებით დასრულდა
17:02 05.05.2017
თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის გაერთიანების რამდენიმეთვიანი პროცესი წარმატებით დასრულდა. ამით თიბისი ბანკი საქართველოს ბაზარზე #1 ბანკი გახდა ყველა საბანკო სეგმენტში. კიდევ უფრო გაფართოვდა თიბისი ბანკის მომსახურების ქსელი - მთელი საქართველოს მასშტაბით, ფილიალების რაოდენობა გაიზარდა 167-მდე, ხოლო ბანკომატების - 530-მდე; თიბისი ბანკის კლიენტების რაოდენობამ კი 2 მილიონს მიაღწია.
8 მაისიდან ბანკი რესპუბლიკის მომხმარებლები შეძლებენ, მიიღონ სრულფასოვანი მომსახურება თიბისი ბანკის მთლიან ქსელში. ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია დასრულდება 8 მაისს. მომდევნო ორი დღის განმავლობაში, 6 და 7 მაისს, იქნება გარკვეული შეფერხებები თიბისი ბანკის სერვისებზე, ხოლო დღეს, 5 მაისის დღის ბოლომდე გაუქმდება ბანკი რესპუბლიკის ყველა სერვისი. კერძოდ,
• 5 მაისის 18:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის სერვისები აღარ იმუშავებს, რესპუბლიკიდან გამავალი გადარიცხვები შეუძლებელი იქნება 5 მაისის 16:00 საათის შემდეგ;
• 5 მაისის 23:00 საათის შემდეგ ბანკი რესპუბლიკის ბარათები გაუქმდება. ანგარიშებზე არსებული ნაშთები ავტომატურად გადაინაცვლებს თიბისი ბანკში ახლად გახსნილ ანგარიშებზე, რომლებზეც თანხები ხელმისაწვდომი გახდება ორშაბათიდან;
• 6 და 7 მაისის განმავლობაში არ იმუშავებს თიბისი ბანკის ფილიალები, სერვისცენტრები, ინტერნეტ და მობაილბანკი, სწრაფი გადახდის აპარატები, განვადების ობიექტები და SMS სერვისი. ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საბარათე ოპერაციები თიბისი ბანკის ბანკომატებსა და პოს-ტერმინალებში, ასევე ელექტრონული გადახდები და სატელეფონო ცენტრი;
8 მაისიდან თიბისი ბანკის ყველა სერვისი სრულად აღდგება მთელი ქსელის მასშტაბით და ბანკი რესპუბლიკის კლიენტები გახდებიან თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება თიბისი ბანკისა და ბანკი რესპუბლიკის ყველა ფილიალში.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გვყავდეს ბევრი კმაყოფილი კლიენტი, მათთან ერთად განვვითარდეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ მათი სურვილებისა და ჩანაფიქრების ასრულების შესაძლებლობა. ის 500 ათასამდე კლიენტი, რომელიც ბანკი რესპუბლიკიდან შეგვემატა, ჩვენი კომპანიისათვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს და ვფიქრობთ, შევძლებთ გამოვიყენოთ ჩვენი სიძლიერე ჩვენივე კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად, “ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ თიბისი ბანკში გამართულ პრესკონფერენციაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა