logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ესაუბრა
დიმიტრი ქუმსიშვილი ADB-ის წლიური შეხვედრის ფარგლებში იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ესაუბრა
16:27 05.05.2017
იაპონიის ქალაქ იოკოჰოამაში მიმდინარე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იაპონიის პირველ ვიცე-პრემიერს ფინანსთა მინისტრ ტარო ასოს (Tarō Asō) შეხვდა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება.
აზიის განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა.
საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში დინამიურად ვითარდება. მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის,სოფლის მეურნეობის, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.
იაპონიის მთავრობის დახმარების პროგრამის Official Development Assistance of MFA (ODA) ფარგლებში, იაპონიის მხარის მიერ საქართველოში განხორციელდა მრავალი საგრანტო დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკისმნიშვნელოვანი დარგების რეაბილიტაციასა და განვითარებას.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, იაპონიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მეშვეობით, იაპონიის მხარის მიერ ხორციელდება ტექნიკური თანამშრომლობის დახმარების პროგრამები, არასაპროექტო გრანტებისა და შეღავათიანი სესხების გამოყოფა.
სააგენტოს მიერ ერთ-ერთ წარმატებულ პროექტებს შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის - ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის რეაბილიტაცია „The East-West Highway Improvement Project’’.
პროექტის განხორციელება 2012 წელს დაიწყო, ამ პროექტისთვის JICA-ს მიერ გამოყოფილმა სესხმა, დაახლოებით, 190 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. JICA ასევე განახორციელებს 230 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტირებას რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაში.
აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური 50-ე საიუბილეო ფორუმი იოკოჰამაში იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა