logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო ლიმიტი საქართველოსთვის გაიზრდება
დიმიტრი ქუმსიშვილი: შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის საინვესტიციო ლიმიტი საქართველოსთვის გაიზრდება
13:48 05.05.2017
"შევთანხმდით, რომ აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო ლიმიტი 200 მლნაშშდოლარიდან 350 მლნ აშშ დოლარამდე გაიზრდება. ასევე, გაგრძელდება ბანკის მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ და მომზადდება საბიუჯეტო დახმარების ახალი სამწლიანი პროგრამა", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტ ტაკეჰიკო ნაკაოსთან შეხვედრის შემდეგ.
აღნიშნული შეხვედრა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში შედგა, სადაც ამჟამად ბანკის წლიური საიუბილეო 50-ე ფორუმი მიმდინარეობს. მასში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობს, როგორც საქართველოს მხრიდან ბანკის მმართველთა საბჭოს წევრი.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე დაიწყება აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია საქართველოს ერთერთი ყველაზე მსხვილი ფინანსური პარტნიორია.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმისა და მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა. ესაა სივრცითი განვითარება, სადაც ბანკი აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებს აფინანსებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ბანკის მხრიდან ისეთი რეფორმების მხარდაჭერა, როგორიცაა, საპენსიო, კერძო და საჯარო პარტნიორობის სისტემის ჩამოყალიბებისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმები“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, სამივე მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადდა შესაბამისი კანონპროექტები, რომლებიც განსახილველად მზადაა. ამავე დროს, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი იმპლემენტაციის საკითხი. „ჩვენ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ მხარდაჭერა ამ მიმართულებითაც გვექნება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა აზიის განვითარების ბანკის მხრიდან ბიუჯეტის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსების საკითხზე, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა