logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს იკვლევს
იაპონელი ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოს იკვლევს
12:43 05.05.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, იაპონელი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ქართული ღვინის ბაზრის კვლევის მიზნით საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. იაპონელ ღვინის პროფესიონალს თან ახლავს იაპონიის სომელიეთა ასოციაციის ჟურნალის (JSA) წარმომადგენელი, ღვინის მწერალი აკიჰიკო იამამოტო, რომელიც 2018 წელს JSA-ში გამოსაქვეყნებლად ქართულ ღვინოზე ვრცელ სტატიას ამზადებს.
კენიჩი ოჰაში ერთადერთი ღვინის მაგისტრია იაპონიაში და მისი ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის ადგილზე გაცნობა და იაპონელ მომხმარებლისთვის შეთავაზებაა. საქართველოში ვიზიტის პირველ დღეს იაპონელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში, დაათვალიერეს სააგენტოს მუზეუმი და ენოთეკა, ეწვიენ ღვინის კომპანიას „შატო მუხრანს“. ვიზიტი კახეთში გაგრძელდა და სტუმრებს საერთო ჯამში შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ 100-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო.
კენიჩი ოჰაშიზე ქართულმა ღვინომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
„ქართულ ღვინოზე ფანტასტიური შთაბეჭდილება დამრჩა, ჩემთვის ნამდვილად სამარცხვინოა, რომ აქამდე არ ვიცნობდი ქართულ ღვინოს. იაპონელებს მოსწონდათ საქართველოს ისტორია, მაგრამ ღვინოს არ ვიცნობდით. როდესაც აქ ჩამოვედი უამრავი ინფორმაცია მივიღე, მათ შორის საქართველოს ღვინის 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ. საქართველო ნამდვილად ღვინის პირველი მწარმოებელია, რის გამოც პატივისცემას იმსახურებს. ასევე საინტერესოა ჯიშების მრავალფეროვნება. ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალია და მინდა კიდევ უფრო მეტი გავიგოთ იაპონიაში ქართული ღვინის შესახებ, რადგან ეს უძველესი ისტორიული ცოდნაა, რაც ჩვენთვის სრულიად ახალია. მოხარული ვარ აქ ყოფნით, ჩემი აზრით ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. როგორც იცით, იაპონური სამზარეულო იუნესკოს არამატერიალურ ძეგლს წარმოადგენს დაქვევრში ღვინის დამზადებაც ასევე მსოფლიოს არამატერიალურ ძეგლთა სიაშია, მათი კომბინაცია კი ორმაგ არამატერიალურ მემკვიდრეობას ქმნის. ქართული ღვინოების უმრავლესობა მკვეთრად გამორჩეულია. ქართული ღვინო იაპონურ სამზარეულოს არაჩვეულებრივად ესადაგება და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ იაპონურ ბაზარზე ქართულ ღვინოს არაჩვეულებრივი მომავალი აქვს” - აღნიშნა კენიჩი ოჰაშიმ.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, კენიჩი ოჰაში წარმოადგენს სააგენტოს კონტრაქტორ მარკეტინგულკომპანიას „Red Bridge“, რომელიც 2017 წელს ახორციელებს ქართული ღვინისა და მეღვინეობის შესახებ მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიას იაპონიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა