logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ღვინის ექსპორტმა 59%-ით იმატა
ღვინის ექსპორტმა 59%-ით იმატა
13:23 04.05.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში ექსპორტირებულია 18,4 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 41,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 54%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მდგომარეობით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მაჩვენებლები 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 60%-მდეა გაზრდილი. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნების, ჩინეთის, აშშ-ს და აგრეთვე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ღვინის ეროვნული სააგენტო და მეღვინეობის დარგიშეთანხმებულად მუშაობს“- აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 207% (2 391 981), საფრანგეთი - 332% (65 040), აზერბაიჯანი - 217% (42 264), ისრაელი - 150% (65 490), რუსეთი - 87% (11 076 205), გერმანია - 38% (145 168), ბელარუსი - 37% (183 150), უკრაინა - 26% (1 874 212), პოლონეთი - 19% (814 882), ლატვია - 14% (400 190) და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -11 076 205, ჩინეთი -2 391 981, უკრაინა - 1 874 212, პოლონეთი - 814 882 და ყაზახეთი - 602 407 ბოთლი.
ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 325 298 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 56%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 10,7 მლნ აშშ დოლარისღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ს აღწევს.


საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 16 ქვეყანაში ექსპორტირებულია 63 410 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 124% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 177,4 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 96%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 75,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 59% შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა