logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი გურჯაანში, ღვინის საწარმოში-„ბოლერო და კომპანია“ იმყოფებოდა
ლევან დავითაშვილი გურჯაანში, ღვინის საწარმოში-„ბოლერო და კომპანია“ იმყოფებოდა
12:06 04.05.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გურჯაანში, ღვინის საწარმოში „ბოლერო და კომპანია“ წარმოებისა და ახალი სიმძლავრეების დამატების პროცესს გაეცნო.
ღვინის სახელმწიფო საწარმოს „გრუზვინპრომი" პრივატიზაციის შემდეგ, შპს „ბოლერო და კომპანიამ“ 5 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და მიმდინარე წელს 8 მლნ ლარის სიმძლავრეების დამატებას გეგმავს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ, რომელიც სახელმწიფო საწარმოს „გრუზვინპრომი" მფლობელი გახდა, საწარმოს სრული გადაიარაღებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა, გაზარდა წარმოება და, შედეგად, დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს დამატებითი სივრცეების ასათვისებლად. ასეთი მასშტაბის საწარმოების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია როგორც აგრარული დარგის, ასევე მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.
ამ ეტაპზე, მოქმედ საწარმოო სიმძლავრეებს შეადგენს: 2500 ბოთლი/საათში წარმადობის ჩამოსასხმელი ხაზი; 25 ტონა/24 საათში წარმადობის ღვინის ბრენდის სახდელი; 200-300 ტონა/24 საათში ყურძნის მიმღები და გადამამუშავებელი ტექნოლოგია; 6000 ტონა ტევადობის სითხეების შესანახი სხვადასხვა ჭურჭელი.
ასწლოვან „წითელ მარანში“ ინტენსიურად მიმდინარეობს 700 ტონამდე ტევადობის ქვევრების აღდგენა; ადმინისტრაციული შენობის 2 სართულზე 31 ტონიანი უჟანგავი ცისტერნებით ეწყობა ბუნებრივი საცავი, სადაც ჰაერის ტემპერატურა მუდმივად +15-17 გრადუსი იქნება.
წარმოების მასშტაბის გაზრდამ განაპირობა არსებული ჩამოსასხმელი ხაზის მუშაობის 24 საათიან რეჟიმში გადაყვანა. აღნიშნული რეჟიმი 1 მლნ ბოთლის ჩამოსხმის შესაძლებლობას იძლევა. ექსპლუატაციაში გაშვებულია 0,5 ლიტრამდე პატარა, სხვადასხვა ბოთლში ჩამოსასხმელი იტალიური ხაზი და თიხის ჭურჭელში ჩამოსასხმელი საამქროები.
როგორც საწარმოს დირექტორმა, გიორგი მჭედლიშვილმა განაცხადა, 2015 წლამდე საწარმოში „გრუზვინპრომი“ 40 ადამიანი იყო დასაქმებული, პრივატიზაციის შემდეგ კი, მათი რიცხვი 130 -მდე გაიზარდა, დაგეგმილი ახალი სიმძლავრეეების ამოქმედების შემდეგ კი, 200-ს გადააჭარბებს. 2016 წელს, რთველის დროს, საწარმომ 4000 ტონა ყურძენი ჩაიბარა, ახალი სიმძლავრეების ამოქმედებით, 2017 წელს 34 ათასი ტონა ყურძნის მიღება იგეგმება.
კომპანია ექსპორტს ისეთ ქვეყნებში ახორციელებს, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ისრაელი. 2017 წლიდან ჩამონათვალს დაემატება საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის საწარმოში კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი იმყოფებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა