logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
მსოფლიო ბანკი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს გამოყოფს
მსოფლიო ბანკი საქართველოში ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად 47.2 მლნ ევროს გამოყოფს
16:41 03.05.2017
საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის მთავრობის ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად, დღეს ხელი მოეწერა 47.2 მლნ ევროს ოდენობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიების ფინანსირების ხელშეკრულებას.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
ეს გახლავთ ინკლუზიური ზრდის პროგრამული განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიება (DPO2).პროექტი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 2017 წლის 28 აპრილს დაამტკიცა.
„განვითარების პოლიტიკის ღონისძიება“ მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას და მის ფარგლებში მიმდინარე რეფორმებს. ის, ძირითადად, მიმართულია სახელმწიფო ორგანიზაციების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერებასა და საჯარო სამსახურის ბიუჯეტირების გაუმჯობესებაზე, აგრეთვე მოსახლეობისთვის სოციალური მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.
„მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა ახორციელებს რეფორმებს განათლების, საჯარო მმართველობის, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რამაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობის გაჩენა უნდა უზრუნველყოს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმების განხორციელების მიზნით, მსოფლიო ბანკი საქართველოს მხარდაჭერას უწევს სახელმწიფო ინსტიტუტების ფისკალური ზედამხედველობის გაძლიერების, ბიუჯეტირებისა და საჯარო სამსახურის რეფორმის, სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
„დღეს ხელმოწერილი შეთანხმებააღნიშნული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„აღნიშნული ღონისძიება ამყარებს მთავრობის მზაობას მაკრო-ფისკალური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებისა და სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებისთვის,“ - აღნიშნამსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა.
მისივე თქმით, „რეფორმები ფისკალურ და სოციალურ სფეროებში გააუმჯობესებს საქართველოს მაჩვენებლებს მომდევნო წლებში და აამაღლებს ცხოვრების სტანდარტებს საკუთარი მოქალაქეებისთვის.“

ინკლუზიური ზრდის მიღწევა მოითხოვს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ინვესტიციებს ადამიანურ კაპიტალში და კერძო სექტორის განვითარებას. მიმდინარე ღონისძიება მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას აღნიშნული მიზნების მიღწევაში. დღეს ხელმოწერილი ფინანსირების ხელშეკრულება ემყარება განვითარების პოლიტიკის წინა ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იყო კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ მდგრადი ეკონომიკური განვითრების მისაღწევად.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პროგრამა შესაბამისობაშია მის ოთხპუნქტიან გეგმასთან და ასახულია საქართველოსთან მსოფლიო ბანკის 2014–2017 წლების პარტნიორობის სტრატეგიაში.

რეფორმის სფეროები შერჩეულ იქნა მსოფლიო ბანკის ჩართულობით და განისაზღვრა ქვეყნის მიერ მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასების საფუძველზე.

დაფინანსება განხორციელდებარეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მეშვეობით.
მსოფლიო ბანკის საქართველოში განხორციელებულმა კაპიტალდაბანდებებმა 1992 წლის შემდეგ, დაახლოებით, 2.27 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა