logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა
საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 15%-ით გაიზარდა
14:32 03.05.2017
მიმდინარე წლის 4 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.

შპს “საქაერონავიგაციის” მონაცემებით, მიმდინარეწლის I კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-თ მოიმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ. მათივე ცნობით, 4 თვის განმავლობაში შპს “საქაერონავიგაცია” 41 914 საჰაერო ხომალდს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.

2017 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში შესრულებულია 9 618 ინსტრუმენტალური ფრენა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 544 ფრენით, ანუ 35%-ით მეტია.

2017 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ასევე გაიზარდა ტრანზიტული რეისების რაოდენობაც და 31 426 ფრენა შეადგინა, რომელიც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 2 166 ფრენით, ანუ7%-ით მეტია.

ასევე, 2017 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 12 989 259 კმ-ს შეადგენს, რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 574 953კმ-ით მეტია.

“ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება უცხოური ავიაკომპანიების დაინტერესება საქართველოს საჰაერო სივრცით. ამას განაპირობებს საქაერონავიგაციის მიერ ოპტიმალურად დაგეგმილი მარშრუტები, უახლესი სანავიგაციო ტექნოლოგიებით და უახლესი შუქ-ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტები და ევროპული დონის სერვისი, რომელსაც ჩვენ ავიაკომპანიებს ვთავაზობთ.
ფრენების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ამიტომ, 2017 წელს კომპანიის პრიორიტეტად კვლავაც რჩება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სისტემების დანერგვა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის დონის კიდევ უფრო ამაღლება და ამ ტენდენციის შენარჩუნება”,- აცხადებს შპს საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორი გოჩა მეზვრიშვილი.

შპს “საქაერონავიგაცია” საქართველოს საჰაერო სივრცეში ტრანზიტულ ხომალდებს 19 მარშრუტზე ემსახურება. ბოლო 4 წლის განმავლობაში მას დაემატა 6 ახალი საჰაერო მარშრუტი.
"ამის შედეგად საქართველო სატრანზიტო კუთხით კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ავიაკომპანიებისთვის"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა