მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის
დონემ 6,1 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1,4 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,42 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (8,8 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (7,0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (1,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0,9 პროცენტი) და თევზეულზე (-0,6 პროცენტი); ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,23 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-2,4 პროცენტი).

















