საქართველოში საქმიანი ვიზიტით ბულგარეთის ერთ-ერთი მსხვილი საინვესტიციო ფონდის „Clever Synergies Investment Fund“-ის მფლობელი
ცვეტელინა ბორისლავოვა იმყოფება.
ცვეტელინა ბორისლავოვას დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსადა ბულგარეთს შორის სატვირთო გადაზიდვების განვითარების საკითხებს.კერძოდ, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის საბორნე გადაზიდვების მიმართულებით არსებული გამოწვევები და პერსპექტივები.
მხარეებმა ასევე განიხილეს პროექტები, რომლის განხორციელებაც ხელს შეუწყობს საქართველოს გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას და ორი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას.
ასევე, სამინისტროს წარმომადგენლებმა ბულგარეთის უმსხვილესი გაერთიანების ხელმძღვანელს ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნეს.

















