საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა ხვალ, კახეთში,
წინანდალში გაიმართება.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულებისთანავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პრესკონფერენციას გამართავს. შეხვდება რეგიონის ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს, პირადად გააცნობს მათ კომიტეტის გადაწყვეტილებას და ინფორმაციას მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
კობა გვენეტაძე ასევე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.

















