logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პროექტის PAFAI შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
პროექტის PAFAI შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
20:47 28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
აღნიშნული პროქტი საქართველოში 2015 წლიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრა საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგის (BFC) მმართველმა დირექტორმა, მაიკლ კორტენბუშმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზნები და მიღებული შედეგები გააცნო.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, რევაზ ასათიანმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, პროექტი, რომლის მიზანიც ფინანსებზე და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა იყო, წარმატებით განხორციელდა.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელსაც აგრარული დარგის განვითარებისთვის უკვე წლებია შვეიცარიის სახელმწიფოს მხრიდან ვიღებთ. როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე გამართული აგროდაზღვევის სისტემის კომპონენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს ფერმერებისა და მეწარმეების საქმიანობის წარმატებაში“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
„10 წელზე მეტია, შვეიცარია საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაში ეხმარება. 2015 წლიდან პროექტი PAFAI ფერმერების ფინანსებსა და დაზღვევაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით მუშაობდა. პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსების სქემების შექმნის საქმეში, ხოლო სადაზღვევო ხელმისაწვდომობის მხარდაჭერის კუთხით, შემუშავდა მიდგომები, რომლებიც შეამცირებს უზუსტობების რაოდენობას ასანაზღაურებელი ზარალის დაანგარიშებისას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ფერმერებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას შვეიცარიის თანამშრომლობის 2017-2020-ის სტრატეგიის ფარგლებში“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, ოლივიერ ბურკიმ.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი საკონსულტაციო კომპანია ბიზნეს და საფინანსო კონსალტინგი (BFC) იყო, რომელიც ციურიხშია (შვეიცარია) დაფუძნებული, საქართველოში აქტიურად 2003 წლიდან მუშაობს და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას ფინანსური სექტორის განვითარების მხარდაჭერა წარმოადგენს.
პროექტის შედეგების წარდგენას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინიტროს, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის, საქართველოს სადაზღვევო კომპანიების (ალდაგი, ჯი-პი-აი ჰოლდინგი, არდი და აი-სი ჯგუფი), სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა