logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
თბილისში საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
18:46 28.04.2017
თბილისში, საქართველო-მოლდოვას ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს მხრიდან კომისიის პირველ სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ხოლო მოლდოვას რესპუბლიკის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა ხელმძღვანელობდნენ.
,,მოლდოვას რესპუბლიკა ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა. ყველას კარგად გვესმის, რომ ერთი მიმართულებით, კერძოდ, ევროკავშირის მიმართულებით ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვნად დასახული გეგმა და შესაბამისად პოლიტიკური მიმართულებით არ არსებობს არანაირი ორაზროვნება. შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ძალიან სუსტია გავაძლიეროთ. სწორედ ამიტომ დღეს, ჩვენი ქვეყნის მთავრობებს შორისორმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. დღეს იყო დღე, როდესაც კომისია შეიქმნა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ უწყებათაშორის დონეზე თუ დავიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, აღმოვაჩენთ იმ შესაძლებლობებს, სადაც შეგვიძლია სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
სხდომის ფარგლებში, მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მათ შორის, ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობა, საექსპორტო შესაძლებლობები და შემდგომი განვითარებისა და გაზრდის გზებზე იმსჯელეს. ასევე, სამრეწველო, მათ შორის აგროსამრეწველო, კვების მრეწველობი სმიმართულებით არსებული მდგომარეობა.
,,სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობის მხრივ ჩვენს ქვეყნებს შორისარის საინტერესო პერსპექტივა, სადაც ჩვენ შეგვიძლია სწრაფად მივაღწიოთ ჩვენი მაჩვენებლების გაუმჯობესებას",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომისიის პირველ სხდომაში ორივე ქვეყნის სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ტრანსპორტი, ტურიზმი, ენერგეტიკის სექტორი, კავშირგაბმულობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა, კულტურისა და განათლების საკითხები და სხვა.
,,თითოეული ჩვენგანი თანხმდება, რომ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობა, როგორც მოლდოვური, ისე ქართული მხარისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობებში დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება. მოლდოვას რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის მსგავსი სახის დოკუმენტი პირველად გაფორმდა. გულწრფელად მიხარია",-განაცხადა ვასილე ბიტკამ.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ და ვასილე ბიტკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დაფუძნების შესახებ“. ასევე, დოკუმენტს - „საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა