ლიტვის დედაქალაქში სპეციალური პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელიც ვილნიუსში 5-6 მაისს დაგეგმილ, ბალტიისპირეთის
ქვეყნების ყველაზე მასშტაბურ ღვინის საერთაშორისო გამოფენას -„ღვინის დღეები 2017“ (VYNO DIENOS 2017) მიეძღვნა. მიმდინარე წელს VYNO DIENOS უკვე მეცამეტედ, ტრადიციულად ვილნიუსის ყველაზე დიდ საგამოფენო ცენტრ LITEXPO-ში გაიმართება და მასზე წარმოდგენილი იქნება ღვინის მწარმოებელი 6 ქართული კომპანია, რომლებიც დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინოს წარუდგენენ.
ღონისძიებისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიტვაში, ხათუნა სალუქვაძემ
მსგავსი ღონისძიება 27 აპრილს უკვე გაიმართა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში. სამხრეთ აზიაში უმსხვილესი ღვინის გამოფენის Seoul International Wines&Spirits EXPO2017-ის გახსნის საზეიმო ცერემონიას, რომელზეც წარმოდგენილი იყო ქართული ღვინოები, კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი დაესწრო.

















