logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ჯავახაძე: იმედია, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება
ნინო ჯავახაძე: იმედია, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება
13:07 28.04.2017
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის მარტში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. 2017 წლის იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 5.2%-ს, თებერვალში კი 4.4%-ს შეადგენდა. 2017 წლის 1-ლიკვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5% შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ შეაფასა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. მისი განცხადებით, რაც შეეხება ზრდის გამომწვევ ფაქტორებს, სექტორულ ჭრილში ზრდა გვაქვს შემდეგი მიმართულებებით: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა - სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ნინო ჯავახაძის ინფორმაციით, ასევე ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი საგარეო ფაქტორების გაუმჯობესება, როგორიცაა ექსპორტი.
„მოგეხსენებათ, 2017 წლის ამ თვეში ჩვენ გვქონდა ექსპორტის 30% - იანი ზრდა. ეკონომიკურ ზრდაზე დადებითად მოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა- ფულადი გზავნილები (სამ თვეში 22% - იანი ზრდა), ზრდა ასევე კვლავ გრძელდება ტურიზმის მიმართულებით, რაც სასიხარულო ფაქტორია -კერძოდ, ვიზიტორების რაოდენობამ 2017 წლის იანვარ-მარტში1 266 125 შეადგინა"-განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა შემდგომშიც გააგრძელებს ზრდის ხელშემწყობ რეფორმებს და იმედია, რომ მომავალი პერიოდის ეკონომიკური ზრდაც დადებითი იქნება.

2017 წელს საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით იანვარში 20.7%-ით, თებერვალში 14.6%-ით, ხოლო მარტში 16.7%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის მარტში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში:
- მშენებლობა
- დამამუშავებელი მრეწველობა
- სასტუმროები და რესტორნები
- ვაჭრობა
- ოპერაციები უძრავი ქონებით
მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ,2017 წლის იანვარ- მარტში გაიზარდა:
- ფეროშენადნობების ექსპორტი 201%-ით
- ღვინის ექსპორტი 62.5%-ით
- სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 60%-ით
- სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 17%-ით
საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.
საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის იანვარ-მარტშიგაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის:
• 22%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 290 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
• 2017 წლის მარტში ტურიზმიდან შემოსავლები გაიზარდა 28%-ით და 180 მლნ. აშშ დოლარი (39 მლნ. აშშ დოლარით მეტი) შეადგინა, ხოლო იანვარ-მარტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 435 მლნ. აშშ დოლარსგაუტოლდა (83 მლნ. აშშ დოლარით მეტი). 2017 წლისიანვარ-მარტში 11.4%-ით გაიზარდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და 1 266 125 ვიზიტორი შეადგინა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რაც პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა