logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
სოფლის მეურნეობის მინისტრი საუდის არაბეთში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი საუდის არაბეთში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
17:22 26.04.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, საუდის არაბეთის დედაქალაქ რეადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა საუდის არაბეთის სავაჭრო პალატების გაერთიანების გენერალურ მდივანთან, დოქტორ საუდ ალ მაშართან და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საჰაერო გზით ტვირთბრუნვის გააქტიურების და პროდუქციის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
აღნიშნულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის და სურსათის უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე მაჯედ ჰამად ალ ხამესი ესწრებოდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული ცხვრისა და ცოცხალი საქონლის ექსპორტი საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება, მარკეტებში უკვე გამოჩნდა დაფასოებული ქართული ხორციც.
არაბული მხარის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, კვლავ აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტის არაბული ქვეყნების ბაზარზე დამკვიდრების მიმართულებით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთში ბოლო პერიოდში ცხვრის ექსპორტის მაჩვენებელმა 100 ათასი სული შეადგინა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტმა - 2 ათასი სული. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი გაასამმაგოს აღნიშნული მონაცემები.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა.
ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაფრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა