logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
14:36 26.04.2017
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს, ჰიშამ ბინ საად ალი-ჯადაეის შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. საუდის არაბეთის მხარე, საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და გამარტივების მიზნით, პირუტყვის ვეტერინარული საკარანტინო პუნქტების მოწყობის უზრუნველყოფით დაინტერესდა.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში ყველაზე დიდი ქვეყანაა და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.
„საქართველოდან საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი. მნიშვნელოვანია, განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტიც, რადგან მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას საქართველოში. შეხვედრაზე შევთანხმდით საქართველოდან დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის განხორციელების საკითხზე. საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, ჩვენი სასაკლაოების სისტემის აღიარება, რომ ორგანიზებულად მოხდეს ექსპორტის განხორციელება საუდის არაბეთის მიმართულებით. ერთობლივი საკარანტინო ზედამხედველობის შესახებ მიღწეული შეთანხმება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუადვილებს ოპერირებას, რაც საქართველოდან საუდის არაბეთის მიმართულებით აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, ეს მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა.
ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა