logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა
დიმიტრი ქუმსიშვილი: მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა
10:21 26.04.2017
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურის როლი ქვეყნის 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელებაში. მისი თქმით, ორი ძირითადი: ეკონომიკური რეფორმებისა და ღია მმართველობის მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
„მოგების გადასახადის წარმატებული რეფორმა დამოკიდებულია მის იმპლემენტაციაზე. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ შემოსავლების სამსახურმა ძალიან ბევრი შეხვედრა გამართა და საბოლოო ჯამში, მოგების გადასახადის დეკლარაცია ახალი წესით 50 000-მდე ბიზნესმა წარადგინა. პრაქტიკულად, რეფორმა ადმინისტრირების ნაწილში წარმატებულია. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონმდებლობაში შევიტანთ გარკვეულ ცვლილებებს იმისათვის, რომ ბიზნესს უკეთესად მოვერგოთ. თუმცა, დღეს, ჩვენ პრაქტიკულად სრულად ვართ დამრწმუნებული იმაში, რომ რეფორმა სწორედაა გაგებული ბიზნესის მხრიდან“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმა 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსს გაუჩენს ბიზნესს გაფართოებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მეტი ინვესტიციების განხორციელებისთვის.
„ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შემოსავლების სამსახურის წვლილი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის მმართველობით ნაწილში, ბიზნეს სახლის მიმართულებით“ ,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთაწმინდის პარკში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის პრეზენტაციისას.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა