logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ქორთიარდში" ევროკავშირთან სტანდარტიზაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
"ქორთიარდში" ევროკავშირთან სტანდარტიზაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს
15:10 25.04.2017
ევროკავშირთან სტანდარტიზაციის კუთხით თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს დღეს სასტუმროში ,,ქორთიარდ მარიოტი“ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ სემინარზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ უმასპინძლა.
ღონისძიების მიზანი, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მხარდაჭერაა. ღონისძიებას 70-მდე ბიზნეს და სამთავრობო სექტორი დაესწრო.
შეხვედრაზე სიტყვით CEN-CENELEC-ის (სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CEN და ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი -CENELEC ) მენეჯმენტის ცენტრის (CCMC) წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სატნდარტებისა და მეტროლოგიის გენერალური დირექტორი დავითტყემალაძე და AECOM კონსორციუმის ლიდერები გამოვიდნენ.
მისასალმებელ სიტყვაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, იმ რეფორმებს, რომელიც სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელდა.
,,ჩვენ ევროკავშირი გვეხმარება როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში და სხვადასხვა პროგრამების მიმართულებით. ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა ლაბორატორიული გადაიარაღება, შესაბამისად ამ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. დღეს, საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტო, საერთაშორისო სტანდარტიზაციის კუთხით, არის უფრო მეტი სერვისის მიმწოდებელი. ის ქვეყანაში ნერგავს ევროპულ სტანდარტებს ქართულ სტანდარტებად და ხელს უწყობს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია იყოს საერთაშორისო, ევროპული სტანდარტის დონის, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის ბაზარზე მაღალი სტანდარტით ნაწარმოები პროდუქცია გასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მეწარმეებისთვის",-განაცხადა გენადი არველაძემ.
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოს ხელმძღვანელის დავით ტყემალაძის განცხადებით, სემინარი ეძღვნება ქართველი მეწარმეებსა და სტანდარტიზაციის პროექტში ჩართულ პირებს.
,,დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას, სტანდარტიზაციის როლს ამ სფეროში. აღნიშნული შეხვედრა ფინანსდება ევროკავშირის მიერ. როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო არის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი და არის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების CIB - ისპროექტის ბენეფიციარი",-განაცხადა დავით ტყემალაძემ.
დელეგაციის წევრებმა ღონისძებაზე პრეზენტაციების სახით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA)განიხილეს, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახდენს საქართველოს ეკონომიკურ დაახლოებას ევროკავშირთან და ქართული პროდუქციის გაცნობას ევროკავშირის ბაზარზე.
სემინარის დასასრულს დელეგატებმა სტანდარტიზაციის სფეროში საქართველოს პროგრესზე იმსჯელეს, ევროპული სტანდარტიზაციის კოორდინაციასა და ტექნიკური კომიტეტების როლზე სტანდარტების განვითარებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა