logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 გიორგი გახარიამ ,,აწარმო საქართველოში“ ფარგლებში ყავის საწარმო გახსნა
გიორგი გახარიამ ,,აწარმო საქართველოში“ ფარგლებში ყავის საწარმო გახსნა
14:37 24.04.2017
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისში, სახელწმიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებული ყავის ახალი საწარმო ,,მონდო“ გახსნა.
შპს. „ბბ კომპანი“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 320 000 ლარს შეადგენს.
,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფქვილი დაფასოებული ყავის - „მონდო“ წარმოება განხორციელდა. ყავა „მონდო“-ს წარმოების მთლიანი პროცესი ავტომატიზირებულია, მისი რეცეპტებისა და არომატის მიღებაში იტალიური ყავის ორი უმსხვილესი ლაბორატორიაა ჩართული. პროცესს დღეს გიორგი გახარიასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და სააგენტო "აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია ადგილზე გაეცნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გაცხადებით, ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ დახმარებით, შეიქმნა სრულიად ახალი თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება.
,,ამ საწარმოს შექმნაში ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,აწარმოე საქართველოში სააგენტოს“ წვლილი გახლავთ მილიონი დოლარის სესხის პროცენტის სუბსიდირება. რეალურად ჩვენ აქ ვხედავთ, რომ შეიქმნა სრულიად ახალი საწარმო, უფრო სწორად გაფართოვდა ბიზნესი, რომელსაც დაემატა ახალი კომპონენტი, ეს გახლავთ ყავის ნულოვანი ეტაპიდან გადამუშავება. კომპანია ყიდულობს ნედლ, დაუმუშავებელ ყავას, იძენს მას ბირჟაზე და მისგან შემდგომ აკეთებს საბოლოო პროდუქტს. შეიქმნა ახალი ბრენდი, ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ევროპულ ტექნოლოგიებზე აწყობილი წარმოება,-‘’განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის კაფეებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში შესაძლებელი იქნება საქართველოში წარმოებული, ხარისხიანი ესპრესოს დაგემოვნება.
,,მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ მოხდა დივერსიფიცირება. კომპანია, რომლის ძირითადი ბიზნესიც გახლდათ ტექნოლოგიების მიწოდება ქსელებისთვის, გადავიდა სხვა ბიზნესში და ახლა მზა პროდუქტს აწვდის კომპანიებს",-განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომპანიის მიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა შპს „ბბ კომპანი“ მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა ნაწარმის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. საწარმომ ამოქმედების პირველ ეტაპზე კომპანიაში 15 ადამიანი დაასაქმა.
,,დღესდღეობით საშუალება გვაქვს, რომ გამოვუშვათ რამოდენიმე დასახელების ყავა. ბაზარზე ამჟამად წარმოდგენილი ვართ ,,მონდოს“ ბრენდით. მიმდინარეობს გაფართოება უკვე სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ფორეკას სეგმენტი. ეს საქართველოში პირველი, პროფესიული და კვალიფიციური ესპრესო ტექნოლოგიით ყავის წარმოებაა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროპულ, იტალიურ ყავებს,-‘’განაცხადა BB Company-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ პელანგიამ.
BB Company ძირითადი საქმიანობა საქართველოში იტალიური ყავის და პროფესიული სამზარეულო/ბარის იმპორტს უკავშირდება. საქართველოში ყავის მოხმარების ახალი სტანდარტების დანერგვის მიზნით კომპანიამ 2017 წელს ყავის საკუთარი საწარმო გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
,,აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა. აღნიშნულმა კომპანიამ ისარგებლა ინდუსტრიული კომპონენტით, აიღო მილიონი დოლარის სესხი, სადაც ჩვენ 180 ათასი აშშ დოლარისდაფინანსებაგანვახორციელეთ. კომპანიამ დაასაქმა 15 თანამშრომელი და ჯამური ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონ 320 ათას ლარს,-‘’განაცხადა ,,სააგენტო აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ.
ყავის საწარმო „მონდო“-სმიზანი საცალო სექტორის ათვისებაა, თუმცა, კომპანია მომავალში პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას და საქართველოს ბაზრის გარდა მის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა