logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
14:59 22.04.2017
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა, დიმიტრის ციცარაგოსმა(Dimitris Tsitsiragos) შეხვედრაზე, რომელიც აშშ-ში დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ აღნიშნული კორპორაციის მმართველი დირექტორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ტომაშ ტელმადა ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

შეხვედრაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ მაკროეკონომიკურ ტენდენციებს, რომელიც 2017 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში განვითარდა. კერძოდ, აღნიშნა, რომ ზრდაა ყველა ძირითად ეკონომიკურმაჩვენებელში, მათ შორის, ეკონიმიკურმა ზრდამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 4.8 პროცენტი შეადგინა, პირველ კვარტალში ექსპორტი გაიზარდა 30 პროცენტით, ტურიზმი - 23 პროცენტით.

პირველმა ვიცე-პრემიერმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებთან ისაუბრა მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მისი თქმით, საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაჩქარება უნდა განაპირობოს.

კორპორაციის ხელმძღვანელმა პირებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე რეფორმების შესახებ. აღინიშნა, რომ IFC, როგორც მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი ორგანიზაცია, ყოველთვის უწევდა მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის რეფორმებს, რომლებიც ეკონომიკური განვითარებისკენაა მიმართული. მათ აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია გეგმავს საქართველოში მიმდინარე ლარიზაციის რეფორმის მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

აღნიშნული კორპორაცია საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი დონორია. 1995 წლიდან დღემდე, რაც საქართველო აღნიშნული ორგანიზაციის წევრი გახდა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ ქვეყნის კერძო სექტორში 1,64 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

კერძოდ, დაფინანსდა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა საფინანსო სექტორი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ჯანდაცვის სფერო, ინფრასტრუქტურა. ამასთან, კორპორაცია საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს ტექნიკურიდახმარების სახით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა