logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
12:43 22.04.2017
საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და მიმდინარე რეფორმები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დე ლანოიმ, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან საუბარისას, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომლებმაც საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი დაჩქარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა განაპირობოს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა სრული მხარდაჭერა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების მიმართ. დეტალურად განვიხილეთ ის მაკროეკონომიკური ტენდენციები, რაც ქვეყანაში გვაქვს. მნიშვნელოვანი ზრდაა ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ექსპორტი, ტურიზმი, ფულადი გზავნილები“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ საუბრისას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან დაწყებული ახალი პროგრამა აღნიშნული გეგმის პრიორიტეტებზეა დაფუძნებული, რაც ფონდის მხრიდან საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ნდობის დადასტურებაა.
სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ასევე, დადებითად შეაფასა საქართველოსთან ახალი პროგრამის მიმდინარეობის განვითარება და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებით გაგრძელდება.
„სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა. ვისაუბრეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს დიდი მხარდაჭერა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან. აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო იწონებს იმ რეფორმებს, რომელიც ხორციელდება და ასევე, დაგეგმილია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში. ზოგადად, სახეზეა პოზიტიური დინამიკა. ფინანსთა მინისტრმა ძალიან კარგი მიმოხილვა გააკეთა რეფორმებისა და ღონისძიებების თაობაზე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული იქნება“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ენტონი დე ლანოიმ.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ დორნბოში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა