logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
13:26 20.04.2017
ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალურიდირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ. შეხვედრა ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ევროკომისიის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხთა გენერალური დირექტორატის საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი ელენა ფლორესი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
შეხვედრაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილე კატარინა მატერნოვამ დადებითად შეაფასა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყება და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება კარგი გზავნილია საქართველოს სხვა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის დაწყება პოზიტიური სიგნალია როგორც საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომლებიც ფიქრობენ საქართველოში ბიზნესის დაწყება-განვითარებას, ასევე, სხვა დონორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ქვეყნის მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მხარდაჭერას ახორციელებენ. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად, მხარეებმა განიხილეს ენერგოეფექტურობის პოლიტიკასთანდაკავშირებული საკითხები და ამ მიმართულებით ევროკავშირისა და სხვა დონორების მხრიდან მხარდაჭერის პერსპექტივები.
დიმიტრი ქუმსიშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დახმარების პროგრამების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ეს პროგრამები პასუხია ქვეყნის მოსახლეობის მიერ გამოხატულ ევროპულ არჩევანზე. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მხარეს იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელსაც საქართველო ევროკავშირისგან იღებს.
კატარინა მატერნოვამ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის სრულად განხორციელების და აღნიშნული პროცესის წარმატებით დასრულების გამო. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზაობას, კვლავგააგრძელოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება.
შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს ევროკომისიასთან თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა