logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ
დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ
13:25 20.04.2017
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (GIF) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობების შესწავლას.
„ჩვენ განვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რათა უკვე აშენებულ გზებს კარგად მოვუაროთ და ჩვენმა მოსახლეობამ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მიიღოს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, ასევე, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფი ეხმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, განახორციელონ კარგად სტრუქტურირებული ინფრასტრუქტურული რეფორმები. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს მსოფლიო ბანკთან ერთად ვიმუშაოთ საქართველოში ავტომაგისტრალის პროექტზე. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდება,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენელმა, ჯეისონ ლუმ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის სამომავლო შენახვა-რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა