logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს მნიშვნელოვნად ზრდის
დიმიტრი ქუმსიშვილი: შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს მნიშვნელოვნად ზრდის
09:50 20.04.2017
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, შეხვედრა გამართა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, დევ ჯაგადესანთან (Dev Jagadesan).
შეხვედრას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, OPIC-ის მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობა და პოტენციური პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციას როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც OPIC-მა სხვადასხვა სექტორის განვითარებისთვის აღმოუჩინა ქვეყანას, მათ შორისაა, ფინანსური სექტორი, ტურიზმი, ჯანმრთელობის დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, სამთო მრეწველობა, უძრავი ქონება, ენერგეტიკის სფერო, საშუალო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა OPIC-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელსა და აღმასრულებელ დირექტორს გააცნო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები, აგრეთვე, მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციაში. ესაა ორგანიზაცია, რომელიც 1995 წლიდან მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელებულია 500 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიცია. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მიღებული ორგანიზაციაში - ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან საქართველოს საინვესტიციო ლიმიტს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში ამერიკული მხარის მხრიდან შესაძლებელი იქნება ახალი, უფრო დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციას როლსა და მნიშვნელობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების მიმართულებით.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის საინვესტიციო კორპორაციის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში (18 მლნ აშშ დოლარი); GMT სასტუმროების ქსელი (29 მლნ აშშ დოლარი) „ვენდის“ რესტორნები მთელი საქართველოს მასშტაბით (18.9 მლნ აშშ დოლარი); სს საქართველოს ბანკი - 30 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებისთვის და სხვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა