logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პრემიერი სააგენტოს- „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
პრემიერი სააგენტოს- „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა
15:57 19.04.2017
„ეს პროგრამა გვაძლევს შესაძლებლობას, სრულიად ახალი გვერდი გადავშალოთ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, მივცეთ გაფართოების საშუალება არა მხოლოდ არსებულ მეწარმეებს, არამედ დამწყებ საქმიან ადამიანებს, ინოვაციურად მოაზროვნე ახალგაზრდებს, ისარგებლონ სახელმწიფო პროგრამით და შექმნან ახალი მიმართულებები საქართველოს ეკონომიკაში," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო დღეიდან ახალი სახელწოდებითა და ახალი სტრუქტურით გააგრძელებს საქმიანობას. სააგენტო „აწარმოე საქართველოში" სამ კომპონენტს გააერთიანებს: ბიზნესს (ადგილობრივი წარმოება), ექსპორტსა და ინვესტიციებს.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სახელმწიფო პროგრამაში შემავალი ყველა კომპონენტი გარდაიქმნება ერთ სტრუქტურად,სახელწოდებით - „აწარმოე საქართველოში". პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი სტრუქტურა იქნება უფრო მოქნილი და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის.

„მას ექნება ერთიანი ფრონტოფისი, ანუ მომსახურების ოფისი, რაც გაუადვილებს ბიზნესმენებსა და დამწყებ მეწარმეებს ბიზნესსაქმიანობას და სახელმწიფოსთან ურთიერთობას. მინდა გითხრათ, რომ მეწარმეობის განვითარებასთან ერთად, ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე, რომელიც განაპირობებს ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდას," - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს სავაჭრო-საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით - საქართველოს უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან;უახლოეს მომავალში ამოქმედდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, ჩინეთთან და ჰონკონგთან; განიხილება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესაძლებლობა.

„ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ პოტენციალს უცხოელი და ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია, ინვესტორებმა დაინახონ ის განსაკუთრებული შესაძლებლობები და ის ბიზნესგარემო, რომელიც საქართველოში არსებობს და ამით ხელი შეუწყონ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ მუშაობას. უფრო მეტიც, ჩვენი ექსპორტიორების გლობალური პოზიციონირებისთვის რამდენიმე სახელმწიფო უწყება გააერთიანებს ძალისხმევას. აწარმოე საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო ერთობლივად იმუშავებენ, რათა ხელი შეუწყონ ექსპორტიორების ახალ ბაზრებზე გასვლასა და დამკვიდრებას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს გუნდს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს გუნდს, სოფლის მეურნეობის კომპონენტის წარმატებით განხორციელებისთვის, მადლობა საბანკო სექტორს, რომლის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს წარმატებული თანამშრომლობისთვის," - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთ სიახლეს გაუსვა ხაზი - მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. მან იმედი გამოთქმა, რომ საქართველოს ერთგვარი ეკონომიკური ელჩები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებში იმუშავებენ, საქართველოს შესაძლებლობებს აქტიურად გააცნობენ პოტენციურ ინვესტორებს.

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში" მუშაობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა - პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ინდუსტრიული კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდა 170-მდე პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 400 მილიონ ლარამდეა; პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით 100 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა; 20-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა სასტუმრო ინდუსტრიის სფეროში და ინვესტიციების ჯამური ოდენობა 34 მილიონ ლარს შეადგენს; კინოინდუსტრიის კომპონენტის ფარგლებში განხორციელდა 7 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიცია; მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში გადამზადებულია 9000-მდე ბენეფიციარი,თანადაფინანსება მიიღო 5000-მდე ბენეფიციარმა და შეიქმნა 5 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი სოფლად.


სააგენტო „აწარმოე საქართველოში" გააერთიანებს სამ დამოუკიდებელ ბრენდს: „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი", „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი" და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია".

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს მიზნები და ამოცანები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ წარუდგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა