ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხვალ, ახალი სტრუქტურის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია
გაიმართება , რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრებიან.
პრეზენტაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი გახარია ჩაატარებს.
"ახალი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამას კიდევ უფრო ქმედითს და ეფექტიანს გახდის. სააგენტო გააერთიანებს სამ კომპონენტს - ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტსა და ინვესტიციებს. შესაბამისად, ერთი ქოლგის ქვეშ სამი დამოუკიდებელი ბრენდის სახით განვითარდება „აწარმოე საქართველოში - ბიზნესი“, „აწარმოე საქართველოში - ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია“-აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ღონისძიება ხვალ 11.30 საათზე დაიწყება.

















