logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს
ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინეს
16:22 18.04.2017
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში საერთაშორისო გამოფენა ,,Wine and Gourmet Japan 2017” გაიმართა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 14 ქართული ღვინის კომპანია იყო წარმოდგენილი.
გამოფენის ფარგლებში სპეციალური ღონისძიება, სემინარი-დეგუსტაცია „საქართველო - 8 ათასი რთველი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა. სემინარის მიმართ ღვინის პროფესიონალებისა და ადგილობრივი მედიის მხრიდან ინტერესი დიდი იყო - მასზე დასასწრებად ცნობილი სომელიეები და ღვინის პროფესიონალები იაპონიის სხვადასხვა პრეფექტურიდან ჩამოვიდნენ.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე დაესწრო. ელჩი იმედოვნებს, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის იმპორტის ზრდას იაპონიაში.
„ქართული ღვინის ცნობადობა იაპონიაში ყოველწლიურად იზრდება, რაც გამოწვეულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ჩვენი საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით. ქართული ღვინის იმპორტი წლიდან წლამდე 15-20%-ით იზრდება. იაპონიის ბაზარს ყოველწლიურად მინიმუმ სამი იმპორტიორო კომპანია ემატება, რომელსაც ქართული ღვინო შემოაქვს, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში საქართველოდან იაპონიაში ღვინის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება. ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო, ძალიან კარგად ეხამება იაპონურ სამზარეულოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია“ - აღნიშნა ლევან ცინცაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, იაპონია 2014 წელს გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტისთვის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი ბაზარი.
„იაპონიაში სამომავლოდ მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები გვაქვს დაგეგმილი, თუმცა 2015 წლიდან ჩვენ უკვე ვიღებთ მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან გამოფენაში „FoodEx Japan” და „Wine and Gourmet“, რომელთა ფარგლებში ასევე ცალკე იმართება ქართული ღვინის სემინარები და დეგუსტაციები. აღნიშნულ გამოფენებში მონაწილეობა იაპონიაში პროდუქციის პოპულარიზაციის, მის ბაზარზე დამკვიდრების და ადგილობრივი დისტრიბუტორი კომპანიების მოძიების საუკეთესო გზას წარმოადგენს. ქართულ ღვინოს თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, დიდი პოტენციალი აქვს დამკვიდრდეს იაპონიის ბაზარზე - საქართველოს ბევრი აქვს შესათავაზებელი ამ ბაზრისთვის“ - აღნიშნა ირაკლი ჩოლობარგიამ.
საქართველოს ერთიან სტენდზე წარმოდგენილი იყო 14 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია: „თელავის ღვინის მარანი“, „თბილღვინო“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, ,,იმერი“, „კახური“, „კახური ტრადიციული მეღვინოება“, „ვაინმენი“, „მარანული“, „შილდა“, „გიუაანი“ „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, ,,შუმი“, ,,საწნახელი“ და „როიალ ხვანჭკარა“.
2017 წელს „Wine and Gourmet Japan“ -ს 75 ათასზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა. ის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება აზიის მასშტაბით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა