logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება
გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება
17:39 13.04.2017
„ექსპორტის შესახებ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ბაზარი სტაბილური ხდება, შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზადიყოს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება.
„რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი. მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.


შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წელთან შედარებით30%-ით (133.7 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 577 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 15%-ით (221.2 მლნ აშშ დოლარით) გაიზარდა და 1 708 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.2017 წლის იანვარ-მარტში ასევე გაზრდილია საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით და 2 285 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-მარტში 1 132 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 50% შეადგინა, ამასთან, 2015 წელთან შედარებით 6%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესდა (2012 წელთან შედარებით 3%-ით).

ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე: ღვინო ( ზრდა 62%); მინერალური წყალი (ზრდა 17%); სპირტიანი სასმელები (ზრდა 18%) მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდა 155%), ცხვრის ხორცი (ზრდა121%), თევზის ცხიმი (ზრდა 449%), ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (ზრდა 69%), უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 47%), ხილ-ბოსტნეულის წვენები (ზრდა 110%), ცხვარი ცოცხალი (ზრდა 4%); სამრეწველო პროდუქცია - სპილენძის მადნები (ზრდა17%); ფეროშენადნობები (ზრდა 201%); მედიკამენტები (ზრდა 55%); ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%); ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები ზრდა 48%).

2016 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება.ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2017 წლის იანვარში დაფიქსირდა, ზრდამ 45% შეადგინა. ამავე წლის თებერვალში ექსპორტი 13%-ით, ხოლო მარტში 36.4%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის მარტში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ფეროშენადნობები (67%), სპილენძის მადნები და კონცენტრატები (50%), მედიკამენტები (24%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (67%).

ექსპორტის გაუმჯობესებულმა ტენდენციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2017 წლის იანვარსა და თებერვალში რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. შესაბამისად მოსალოდნელია, რომ 2017 წლის მარტში დაფიქსირებული ექსპორტის ზრდა ასევე დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე.

საგარეომოთხოვნის გაუმჯობესებისპარალელურად,მოსალოდნელიაექსპორტისშემდგომიზრდა, რასაც ხელს შეუწყობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა