საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თხოვნით,
მთავრობის წევრებს ინდოეთში მისი სამუშაო ვიზიტის შედეგები გააცნო.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ინდოეთი დინამიურად განვითარებადი ქვეყანაა მილიარდ 250 მილიონი მოსახლეობით, ეს არის უზარმაზარი ბაზარი, 2016 წელს ინდოეთის ეკონომიკის ზრდამ 7,5% შეადგინა.
მინისტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ინდურ მხარესთან საუბარი რამდენიმე კონკრეტული ამოცანასა და მიზანთან დაკავშირებით წარიმართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მათ შორის პირველისაკითხი იყოხელის მოწერა საერთო განცხადებაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.დოკუმენტს ხელი მოეწერა ინდოეთის კომერციის მინისტრთან. „შედეგად ჩვენ მიზნად დავისახეთ 6 თვეში ამ კვლევის დასრულება, რომ, იმ შემთხვევაში თუ მიზანშეწონილობა ორივე მხრიდანდაფიქსირდება,რაც შეიძლება მალეგაფორმდეს მსგავსი ხელშეკრულება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი გახარიას ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში განხილულ იქნა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, შეხვედრები გაიმართა ინდოეთის 5 სამინისტროში. „შემდეგი გახლავთ საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის თემა - როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოში ინდოეთის საელჩო არ არსებობს. კიდევ ერთი საკითხი გახლდათ შეთანხმების გაფორმება საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შესახებ“, - განაცხადა მინისტრმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა სატრანსპორტო კორიდორი სამხრეთი-ჩრდილოეთი - მუმბაი-ბანდარაბასი-აზერბაიჯანი.„ამ კორიდორის ძირითადი ხაზი გადის ჩრდილოეთის - სანკტ-პეტერბურგის და ბალტიისპირეთის პორტებზე. ჩვენ რუკაზე დავიტანეთ ასევე შავი ზღვის ქართული პორტები და გადავწყვიტეთ, რომ ამ თემაზე უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და რკინიგზისერთობლივი დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რათა ტექნიკურ დონეზე დაიწყოს თემის შესწავლა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,რომ ინდოეთთანნამდვილადშეიძლება ბევრი შეხების წერტილის გამოძებნა და ეს ძალიან მნიშვნელოვან დამატებით დინამიკას მოიტანს საქართველოს ეკონომიკაში.

















