logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობას მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს ჩართულობის განხილვა შესთავაზა
გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობას მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში საქართველოს ჩართულობის განხილვა შესთავაზა
12:06 13.04.2017
ინდოეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ინდოეთის საზღვაო გადაზიდვების, საავტომობილო ტრანსპორტისა და მაგისტრალებისმინისტრს ნითინ ჯაირამ გადკარსა და ინდოეთის რკინიგზის მინისტრს სურეშ პრაბჰუს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განვითარების საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ ინდოეთის მთავრობის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ისაუბრა საქართველოს, როგორც სატრანსპორტო ჰაბის მნიშვნელობაზე.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, იყო ქართული მხარის დაინტერესება მუმბაი–ბანდარაბასის სატრანსპორტო დერეფანში ჩართვის შესახებ, რაც გულისხმობს მუმბაის ნავსადგურიდან ირანის, აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიების გავლით, ფოთის და ბათუმის ნავსადგურების გამოყენებით ტვირთების ევროპაში სწრაფ გადაზიდვას. ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა, რომ შეისწავლიან საქართველოს ჩართულობისა და ამ მიმართულებით სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობებს. გიორგი გახარიამ გამოთქვა სურვილი, რომ ორი ქვეყნის სარკინიგზო უწყებებს შორის ჩამოყალიბდეს ახლო ურთიერთობა და უკვე ტექნიკურ დონეზე მოხდეს მუმბაის კორიდორში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლოების განხილვა.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ინტერესს და მონაწილეობას ახალი აბრეშუმის გზის სატრანსპორტო დერეფანში, სადაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს და აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე ამ პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანასთან. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ დერეფანში უკვე წარმატებით განხორციელდა სატესტო მატარებლების ტრანზიტით შემოსვლა ჩინეთის პორტებიდან, რასაც მაქსიმუმ 14 დღე დაჭირდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ერთიანი ტარიფების შესახებ, რაც კიდევ უფრო გაზრდის ტვირთნაკადებს აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანში.
ინდოეთის რკინიგზის სამინისტროს წარმომადგენლებთან გიორგი გახარიამ ასევე ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტი კიდევ უფრო გაზრდის როგორც აზიიდან ევროპაში ტვირთების გადაზიდვის სარკინიგზო პოტენციალს, ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც დროის, ასევე ფასების ნაწილში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა