logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
14:51 12.04.2017
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გიორგი გახარიამ და ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა აშოკ გაჯაპატმა მოაწერეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ეფუძნება ,,ღია ცის“ ლიბერალურ პრინციპებს, რომელიც ითვალისწინებს ავიასაწარმოების დანიშვნას და მათ მიერ ტარიფების დამოუკიდებლად განსაზღვრას, ფრენების სიხშირის ურთიერთშეთანხმებას და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს) მიერ დაწესებული სტანდარტების შესრულებას ფრენების უსაფრთხოებისა და საავიაციო უშიშროების თვალსაზრისით. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება ან შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა. საქართველოს მხრიდან დანიშნული ავიაგადამზიდველებისთვის დანიშნულების პუნქტებად განისაზღვრა დელი, მუმბაი, ჰაიდარაბადი, ბენგალურუ, ჩენაი და გოა.
„ღია ცის“ შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს ავიაციისა და ფრენების განვითარებას. ვთვლით, რომ როდესაც ვემზადებით ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გასაფორმებლად და ვიკვლევთ ამ მიმართულებას, პირდაპირი ფრენები და „ღია ცის“ რეჟიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესის ურთიერთკონტაქტებისთვის და ხელს შეუწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“– აღნიშნა გიორგი გახარიამ.
„ეს შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსა და ინდოეთს შორის მომავალი ურთიერთობების განვითარების მხრივ – ეს არის ხალხთაშორის ურთიერთობა, ეს არის კულტურული და ეკონომიკური კავშირები და საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით, რომ ამ საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები, რომ დაიწყოს პირდაპირი ავიამიმოსვლა ქვეყნებს შორის“– განაცხადა საქართველოს ელჩმა ინდოეთში არჩილ ძულიაშვილმა.
საქართველოსა და ინდოეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება ამ დრომდე არ არსებობდა. ქვეყნებს შორის აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გააქტიურდა 2016 წლიდან. 2016 წლის 9 ნოემბერს, თბილისში, საქართველოსეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ინდოეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შედეგად ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს სამოქალაქო ავიაციისსაკითხებთან დაკავშირებით. 2017 წლის 9-10 იანვარს თბილისში გაიმართა მოლაპარაკებები ინდურ მხარესთან, რომლის შედეგად საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მომზადდა შეთანხმების პროექტის შეჯერებული, საბოლოო ვერსია, რომელსაც ინდოეთში, მიმდინარე წლის 11 აპრილს მოეწერა ხელი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა