logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარიამ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების დოკუმენტს მოაწერა ხელი
გიორგი გახარიამ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების დოკუმენტს მოაწერა ხელი
13:26 12.04.2017
ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა იწყება – შესაბამის დოკუმენტს ნიუ–დელიში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სახელმწიფო მინისტრმა ნირმალა სითარამანმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერილი ერთობლივი განაცხადის თანახმად, სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ორივე მხარის შეთანხმების თანახმად კვლევის დასრულება განხორციელდება მაქსიმუმ 8 თვეში.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. დასრულების ეტაპზეა ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებების ხელმოწერის პროცედურები. ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში ქართულ პროდუქციას დამატებით მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი, 1.3 მილიარდიანი ბაზარი გაეხსნება.
„წინასწარი კვლევის დაწყებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც წინგადადგმულ ნაბიჯს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამატებით ენერგიას, რადგან ვთვლით, რომ მსგავსი ხელშეკრულებები ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ ზრდას და საექსპორტო ბაზრების და პროდუქციის დივერსიფიკაციას. საქართველო არის ღია და პატარა ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ჩვენი ძირითადი მიზანია გავხდეთ სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის ვაჭრობისთვის, რასაც ხელი უნდა შეუწყოს სწორედ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებმა“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს იყო პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მნიშვნელობით. ამ ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საკმაოდ მნიშვნელოვან ერთობლივ განცხადებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და დაიწყება თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის შესწავლა ორ ქვეყანას შორის. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ინვესტიციების ზრდის, სავაჭრო–ეკონომიკური და ლოგისტიკური კავშირების თვალსაზრისით“ – აღნიშნა ინდოეთში საქართველოს ელჩმა არჩილ ძულიაშვილმა.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ინდოეთის რესპუბლიკასთან გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 53%-ით არის გაზრდილი, 99.60 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და საქართველოს მთლიანისავაჭრო ბრუნვის 1,1% შეადგინა. ასევე ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რომელიც გაიზარდა 55%-ით და 22 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა