logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრა გაიმართა
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) შეხვედრა გაიმართა
13:13 12.04.2017
შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სამუშაო ჯგუფის (EWG) მორიგი შეხვედრა გაიმართა. აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ამ ფორმატში შეხვედრა პირველად ჩატარდა. საქართველოს მხრიდან სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. ქართული მხრიდან სამუშაო კომისიის ჯგუფში ასევე შედიოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეები და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. ამერიკული მხრიდან სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პატრიშა ჰესლეჩი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგოტ ელისი.

შეხვედრის დღის წესრიგი ძალიან დატვირთული იყო და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოში ბოლო პერიოდში ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ჩატარებული რეფორმები; საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყანასთან; ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია და თანამშრომლობა მომავალში პროგრესის მისაღწევად; სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის (2015-2020 წწ.) განხორციელება; სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერება; ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარება; ორმხრივი სავაჭრო მისიების ორგანიზება; ვაჭრობასა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის (HLDT) ფორმატის გაძლიერება და ფორმატის ფარგლებში აქტივობების გაგრძელება/განვითარება; მეწარმეობის, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების მხარდაჭერა და განვითარება; თანამშრომლობა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში; რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაცია; ანაკლიის პორტის მშენებლობის მხარდაჭერა და ა.შ.

ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ასევე ჰქონდა მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის - კომერციის დეპარტამენტში შედგა გენადი არველაძის შეხვედრა ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დეილ ტაშარსკისთან. შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს ბოლოდროინდელი მიღწევები და ჩატარებული რეფორმები, რომლებიც ამერიკული მხარის მიერ დადებითად იქნა შეფასებული. დაისახა მომავალი თანამშრომლობის განვითარების გზები ისეთ სფეროებში, როგორიცაა - ვაჭრობა, ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესება, მეწარმეობა, ინვესტიციები, ენერგეტიკა, ტურიზმი და ა.შ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგა გენედი არველაძის შეხვედრა ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწე (USTR) დენიელ მალენისთან. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ფარგლებში ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობების განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს HLTID-ის მორიგი შეხვედრის მნიშვნელობას, რომლის ჩატარებაც შემოდგომაზე იგეგმება. ასევე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების საჭიროებაზე - ქართულმა მხარემ დააფიქსირა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობის განხილვა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ჩვენ ქვეყნებს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთოებებს. მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობის საკითხებზე ექსპერტთა ჯგუფების მისიების ორგანიზება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: საბაჟო სფერო; სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები; ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და ა.შ.

შეხვედრების შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს USTR-ის დელეგაცია საქართველოში ჩამოვა და ამ ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და სავაჭრო წარმომადგენლის სავაჭრო პოლიტიკის გათვალისწინებით, გაიმართება კონსულტაციები ქართულ მხარესთან. კონსულტაციების მიზანი იქნება აშშ-თან ორმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების სფეროში ჩვენთვის ყველა პრიორიტეტული მიმართულების განხილვა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ასევე შეხვდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის მოქმედ თანაშემწეს, ქალბატონ მარგოტ ელისს. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორიცაა: ტურიზმი; მეწარმეობა; ინოვაციები და ტექნოლოგიები; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; სოფლის მეურნეობა; ენერგეტიკა; ტრანსპორტი და ა.შ. ასევე USAID-ის მხრიდან ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტიან იმპლემენტაციას და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და დახმარება მომავალში კიდევ უფრო გააქტიურდება. საუბარი ასევე შეეხო USAID-ის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამების მნიშვნელობას და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს (USTDA), აღმოსავლეთ და შუა აზიის, ჩრდილოეთ აფრიკის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში რეგიონალურ დირექტორ კარლ კრესთან. მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატი და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს ეკონომიკის მნიშვნელოვან სფეროებში, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა სააგენტოს მიერ განხილულ საკითხებზე მხარდაჭერის მიღებაზე.

გენადი არველაძემ ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა თეთრ სახლში, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ქოლგის ქვეშ არსებულ საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის რეგიონის დირექტორ სესილია ჩოისთან. აღსანიშნავია, რომ ეს დეპარტამენტი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დროს შეიქმნა და მიზნად ისახავს პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მხარდაჭერისთვის, გააცნო არსებული და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები და იმედი გამოთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერის გაძლიერებასა და თანამშროლობაზე. ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა ვაჭრობასა და ინვესტიციებზე აშშ-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის (HLTID) ჩატარების მნიშვნელობა და მის ფარგლებში აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან აქტივობების განვითარება/გაღრმავება. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ახლო მომავალში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობის განხილვაზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა