logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება
გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით ინდოეთის რესპუბლიკაში იმყოფება
19:22 10.04.2017
ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მაჰეშ შარმამ და გიორგი გახარიამ საქართველოსა და ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყნებს ტურიზმის, ვაჭრობის, საჰაერო მიმოსვლისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში აქვთ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინდოეთში საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნებში საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი.
შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო სწორედ მისი მხარდაჭერის საკითხი მაისში დაგეგმილ არჩევნებში.
„დღეს დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ მემორანდუმის ხელმოწერაინდოეთსა და საქართველოს შორის შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ. ეს არის ძალზე სერიოზული ნაბიჯი, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა შესძინოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში გვქონდა პირველი, ძალიან საინტერესო შეხვედრა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან. განვიხილეთ კონკრეტული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, მაგალითად, საქართველოში ინდოეთის საელჩოს გახსნის საკითხი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული გაცვლის რეჟიმებსა და მათ ინტენსივობას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, შეხვედრის ერთ–ერთი თემა იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის პირდაპირი ფრენების შესაძლებლობები, რამაც ასევე მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესაქტივობებს.
„ინდოეთის ტურიმზისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან ასევე განვიხილეთ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მაისში დაგეგმილი არჩევნები და საქართველოდან წარდგენილი კანდიდატის, ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდაჭერის საკითხი. ეს ყველაფერი იყო ძალზე თბილ, მეგობრულ რეჟიმში და შემიძლია აღვნიშნო, რომ ნაყოფიერ რელსებზე დგება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ზურაბ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საინტერესო შეხვედრა შედგა ინდოეთის ტურიზმისა და კულტურის სახელმწიფო მინისტრთან, რომელიც საკმაოდ დაინტერესებულია საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობით. „ძალიან საინტერესოა ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოსა და ინდოეთს შორის. ეს არის დიდი ქვეყანა ტერიტორიულად ჩვენთან ახლოს, აქვს საინტერესო ბაზარი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეიძლება. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებისა და შესაძლებლობების შესახებ. ეს არის ერთ–ერთი პირველი, მაღალი დონის ვიზიტი და იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობების დინამიკა სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და შედეგიანი იქნება“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა