გჭირდებათ თანხა სასწრაფოდ, მაგრამ ხელფასამდე ისევ დიდი დროა დარჩენილი? სწრაფი სესხი დაგეხმარებათ მარტივად
მიიღოთ საჭირო თანხა და დროულათ გადაჭრათ ფინანსური პრობლემა. თანხის ასაღებად თქვენ სასურველი კომპანიის ვებგვერდზე ავსებთ განაცხადის ფორმას, შეგყავთ პირადი მონაცემები, საჭირო თანხის ოდენობა და გადახდის დრო. სესხის დასამტკიცებლად არ მოითხოვება დოკუმენტები, უზრუნველყოფა ან თავდები. მოთხოვნილ თანხას 15 წუთში იღებთ საბანკო ანგარიშზე. კრედიტის აღებისას მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ კომპანიის პირობა: რა საპროცენტო განაკვეთში გაიცემა თანხა, რამდენის გადახდა მოგიწევთ, რა ვალდებულება გექნებათ ვადაგადაცილების ან გადაუხდელობის დროს. პროდუქტის პირობების ცოდნა და პასუხისმგებლობით სესხება თავიდან აგარიდებთ მოულოდნელობებს. რა უნდა გაითვალისწინოთ იმისათვის, რომ სესხის აღებისას დაზოგოთ თანხა და გონივრული არჩევანი გააკეთოთ?
• ხელშეკრულება – სესხის აღებამდე დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას, რათა წინასწარ იცოდეთ თუ რა მოვალეობები გეკისრებათ და რისი უფლება გაქვთ. ხელშეკრულებაში მოცემული იქნება ინფორმაცია პროდუქტის ხარჯის შესახებ, რომელიც გაფრთხილებთ თუ რა რისკის წინაშე შეიძლება დადგეთ კონკრეტული პროდუქტით სარგებლობისას.
• ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – იმისათვის, რომ მოსალოდნელი ხარჯების შესახებ ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ, აუცილებელია იცოდეთ სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა, რადგან ის მოიცავს ყველა შესაძლო ხარჯს, რაც შეიძლება რომ პროდუქტს ქონდეს.
• სესხის კალკულატორი – კომპანიებს ვებგვერდზე მოცემული აქვთ სესხის კალკულატორი, რაც საუკეთესო საშუალებაა ხარჯების წინასწარ გამოსათვლელად. თქვენ ირჩევთ თანხის ოდენობას და გადახდის პერიოდს, კალკულატორი კი გითვლით თუ რამდენის გადახდა დაგჭირდებათ კონკრეტულ პერიოდზე. ზუსტი ხარჯების გამოსათვლელად უმჯობესია დაუკავშირდეთ კომპანიის კონსულტანტს და მისგან მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნოთ.
• კომპანიების პირობების შედარება – საფინანსო სექტორში უამრავი კომპანია მოღვაწეობს. მათ უმრავლესობაში შესაძლებელია სესხით სარგებლობა. საუკეთესო პირობის კრედიტის შერჩევა დროს მოითხოვს. საჭიროა კრედიტორების ვებგვერდზე შესვლა, დარეკვა ან კომპანიაში მისვლა. თუმცა ინტერნეტ სივრცეში ისეთი ვებგვერდებიც არის წარმოდგენილი, სადაც შესაძლებელია საკრედიტო ბაზარზე მოღვაწე კომპანიების პირობების გაცნობა ერთ სივრცეში.
• ფინანსური მდგომარეობის შეფასება – ნებისმიერი ტიპის სესხის აღებისას შეაფასეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაფიქრდით, რამდენად გექნებათ თანხის გადახდის რესურსი. გახსოვდეთ, რომ სესხის დაგვიანებით გადახდის ან გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ უარყოფითი საკრედიტო ისტორია გაგიხდებათ, რაც მომავალში ნეგატიურად აისახება კრედიტის დამტკიცებაზე.
მოკლევადიანი სესხის აღებისას შედარებით მარტივია ფინანსური მდგომარეობის შეფასება, მაგრამ როდესაც გრძელვადიან კრედიტს იღებთ რთულია შეაფასოთ თუ რამდენად გადახდისუნარიანი იქნებით წლების შემდეგ. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ კომპანიები გრძელვადიანი კრედიტების გაცემისას ითხოვენ უზრუნველყოფას, რაც მათთვის რისკისგან თავის დაცვის საშუალებაა. იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, გამოითვალეთ თქვენი დანაზოგი. ეს სხვაობა შემოსავალსა და ხარჯს შორის. გახსოვდეთ, რომ სესხზე შესატანი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დანაზოგის 70%-ს. ნუ გაზრდით შემოსავლის რაოდენობას. გაითვალისწინეთ თქვენი შემოსავლის ოდენობა და ისესეთ თანხა პასუხისმგებლობით.
როდის უნდა ისარგებლოთ ონლაინ სესხით?
ონლაინ სესხი მოკლევადიანი კრედიტია და ის მოულოდნელი ფინანსური პრობლემების მარტივად გადასაწყვეტად გამოიყენება. სწრაფი სესხის აღებისას გაითვალისწინეთ, რომ მისი დაფარვა ერთ თვემდე ვადაში უნდა მოხდეს. პროდუქტი არამიზნობრივი სესხის კატეგორიას ეკუთვნის და მისი გამოყენება სურვილისამებრ შეგიძლიათ, თუმცა უკეთესია მომსახურებით გადაუდებელი აუცილებლობისას ისარგებლოთ. საბანკო სესხებისგან განსხვავებით მომსახურებით სარგებლობა გაცილებით მარტივია. ბანკში კრედიტის ასაღებად გჭირდებათ ფილიალში მისვლა, რიგში დგომა და ლოდინი. რიგი სესხების გაცემისას მოითხოვება ქონებით უზრუნველყოფა, თავდები, რაც დამატებითი დოკუმენტების შეგროვებასა და დროს მოითხოვს. სწრაფი სესხის აღება კი ნებისმიერი ადგილიდან, 24 საათის მანძილზე შეგიძლიათ. მთავარია გქონდეთ ანგარიში, რომელზეც თანხა ჩაგერიცხებათ, იყოთ საქართველოს მოქალაქე, 20-დან 65 წლამდე, გქონდეთ მობილური ტელეფონის ნომერი და პირადობის მოწმობა. დღესდღეობით, საჭირო ფინანსების მისაღებად გაცილებით მოქნილი პირობებია. პასუხისმგებლობით სესხებით კი მარტივად შეგიძლიათ დაზოგოთ ხარჯები და ისარგებლოთ ისეთი მომსახურებით, რომელიც ნაკლებ თანხას მოითხოვს.

















