logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
დიმიტრი ქუმსიშვილი: „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით 2,5 მლნ ლარი დაემატება
დიმიტრი ქუმსიშვილი: „დარიალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით 2,5 მლნ ლარი დაემატება
10:35 10.04.2017
„დარიალი ჰესის ექსპლუატაციაში შესვლით ადგილობრივ ბიუჯეტს მხოლოდ ქონების გადასახადის სახით ყოველწლიურად დაემატება 2,5 მლნ ლარი და ამავე დროს, მნიშნელოვანია, რომ ადგილზე მუდმივად დასაქმდება 80-მდე ადგილობრივი მცხოვრები,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „დარიალი ჰესის“ ოფიციალურ გახსნაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ.
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 420 ადამიანი. მისი თქმით, პროექტი, ასევე, ქმნის მილიონობით ლარის ღირებულების ყოველწლიური შემოსავლის წყაროს ქვეყნის ბიუჯეტისთვის.
„ესაა საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის პირველი წარმატებული პროექტი საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორში. ჩვენ მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ვმუშაობთ საჯარო-კერძო სექტორის თანამშრომლობის მოდელის ჩარჩო კანონის შემუშავებაზე, რომელიც საქართველოში გაზრდის ინვესტიციებს მსხვილ პროექტებში, მათ შორის, ინფრასტრუქტურაშიც,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
„დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის ყველაზე მძლავრი ელექტროსადგურია, 123 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ჰესის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ.სთ-ი იქნება. სადგურს ასევე აქვს საქართველოში ერთერთი ყველაზე მასშტაბური სადერევაციო გვირაბი, რომლის სიგრძე 5 კმ-ია.
კომპანია ასევე ახორციელებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 200 ჰა-მდე ტყის განაშენიანებას, რაც გულისხმობს 400,000 ნერგის დარგვას. ნერგების საჩითილეს მოწყობა დაიწყო 2015 წელს, ხოლო დარგვის პროცესი 2016 წლის ოქტომბერში. შერჩეულია გარემოსთან ყველაზე თავსებადი ხის ადგილობრივი სახეობები. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე დარგულია 100,000 ნერგი. ტყის განაშენიანების პროცესი 2021 წელს დასრულდება. პროექტში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა