2012 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 116.7 მლნ აშშ დოლარი ანუ 189.8 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 7.1 მლნ აშშ დოლარით ანუ 6.5 პროცენტით მეტია 2011 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91 პროცენტი 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც მსგავსი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ესენია - რუსეთი - 60.7 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთი - 13.6 მლნ აშშ დოლარი, იტალია - 9.3 მლნ აშშ დოლარი, აშშ - 6.8 მლნ აშშ დოლარი, უკრაინა - 3.6 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი - 3 მლნ აშშ დოლარი, ინდოეთი - 2.8 მლნ აშშ დოლარი, ესპანეთი - 2.5 მლნ აშშ დოლარი, გაერთიანებული სამეფო - 1.6 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი - 1.2 მლნ აშშ დოლარი, გერმანია - 1.2 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება საქართველოდან საზღვარგარეთ გაგზავნილ თანხებს, 2012 წლის მაისში 9 მლნ აშშ დოლარი ანუ 14.6 მლნ ლარი გადაიგზავნა.

















