logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შემოსავლების სამსახური აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
შემოსავლების სამსახური აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
15:53 05.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. 2013 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავდა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (Base Erosion and Profit Shifting - BEPS) სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 15 სავალდებულო ღონისძიებას. აღნიშნული პროგრამის ინიცირება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. 2016 წლის თებერვალში, BEPS -ის პროექტის იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა (BEPS Inclusive Framework), რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ ქვეყნებსა და იურისდიქციებს თანასწორუფლებიან საფუძველზე ჩაერთონ BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. აღნიშნულ პლატფორმას საქართველო 2016 წლის ივნისში შეუერთდა. საქართველოს, როგორც ინკლუზიური პლატფორმის წევრს ქვეყანას, გააჩნია ვალდებულება დანერგოს BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული ოთხი ძირითადი სტანდარტი:
- საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა;
- საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა;
- ქვეყნების მიხედვით სტანდარტიზებული ანგარიშგება;
- საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადაჭრის ეფექტიანობის გაუმჯობესება;
ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ფორუმის ფარგლებში, საკუთარი გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებით, ეფექტურად შეასრულონ BEPS-ის ძირითადი სამოქმედო გეგმა.
რეგიონალური ფორუმის მუშაობა სამ დღეს გაგრძელდება და მის მუშაობაში საქართველოს, ჩეხეთის, სლოვაკეთის,ხორვატიის, სლოვენიის, უკრაინის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, პაკისტანის, ქუვეითის, თურქეთისა და ომანის სასულთნოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა