logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტმა 85%-ით იმატა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტმა 85%-ით იმატა
13:33 05.04.2017
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 14 199 018 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 85%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 32,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 77%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
„პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტი გასულ წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც უმთავრესად განპირობებულია ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის შეთანხმებული და თანმიმდევრული მუშაობით. ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის, ჩინეთის, აშშ-ს და ასევე ტრადიციული ბაზრების მიმართულებით, გაზრდილია ექსპორტის გეოგრაფიაც. 2017 წელი აქტიურად დაიწყო და იმედია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი -8 987 745, ჩინეთი -1 794 200, უკრაინა - 1 305 508, პოლონეთი - 561 294 და ყაზახეთი - 473 515 ბოთლი.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი - 383% (1 794 200), ისრაელი - 333% (42 570), რუსეთი - 120% (8 987 745), კანადა - 55% (34 650), პოლონეთი - 27% (561 294), გერმანია - 22% (98 926), უკრაინა - 20% (1 305 508), აშშ - 7% (66 714), ლატვია - 5% (255 896).
ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 302 962 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 51%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 8,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71%-ს აღწევს.
პირველ კვარტალში ექსპორტირებულია 46 990 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 142% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 137 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 114%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 58,5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა - ზრდამ 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 76% შეადგინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა